კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

11 თებერვალი 2021, 11:43 638 ნახვა

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის კონგრესში. დოკუმენტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ წარადგინეს.კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აღვივებს არეულობას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებლების მიმართ სანქციების დაწესებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი