შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილები დააკავა. პოლიციამ 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილები ბათუმში დააკავეს. დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე იძებნებოდნენ.გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მათ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. კი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.