ქობულეთში მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს კაცი, რომელმაც სავარაუდოდ მასზე სექსუალურად იძალადა

11 თებერვალი 2021, 11:07 3320 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქობულეთში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მოზარდის  თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. 

დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში