იტალიასა და საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

10 თებერვალი 2021, 18:02 886 ნახვა

იტალიის პოლიციამ კრიმინალური სქემა გამოაშკარავა - დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია. საუბარია დამნაშავეებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებაში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ ძარცვაში, ქურდობასა და მკვლელობაში.

სქემის გამოსარკვევად იტალიელი სამართალდამცველები 3 წელი მუშაობდნენ. კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელსაც ქართველები მართავდნენ, ასევე შედიოდნენ უკრაინელები და რუსები.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობს უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან - შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში