რა დახმარებას მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან მომავალი 7 წლის განმავლობაში, საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. თემის ირგვლივ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმსჯელეს. კონსულტაციების ფარგლებში განიხილეს ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად საქართველომ ევროკავშირისგან 2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში 750 მილიონი ევრო ფინანსური დახმარება მიიღო.