ჟურნალ „ეკონომისტის“ გათვლებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია 2022 წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი.
თავდაპირველად, სამედიცინო პერსონალი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები,ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები და ქრონიკული დაავადების მქონეები აიცრებიან.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე იგეგმება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგიც. უკვე არსებობს საერთაშორისო გაიდლაინი, რომელშიც ვაქცინის გვერდითი მოვლენებია ჩამოთვლილი.
მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციაზე მზადყოფნას გამოთქვამს 40%-დან 47%-მდე მერყეობს, ასეთი მონაცემები აქვს ჯანდაცვის უწყებას. ვაქცინაციაზე მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, ვინ რა საფრთხეს ხედავს მის გაკეთებაში და ვინ უყურებს ოპტიმისტის თვალით.