ელექტრონული ზედამხედველობა არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულზე

09 თებერვალი 2021, 11:44 1100 ნახვა

არასრულწლოვან დაზე ძალადობის გამო პოლიციამ ბრალდებულ პირზე ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა. გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოძალადის მხრიდან, განმეორებითი ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობაც. მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი