წყავროკასა და ცხრაფონაში 60-დღიანი საკარანტინო რეჟიმი დაწესდება

09 თებერვალი 2021, 11:42 815 ნახვა

ქობულეთის სოფლებში, წყავროკასა და ცხრაფონაში 60-დღიანი სპეციალური ამკრძალავი ღონისძიებები დღეს დაწესდება. ორივე სოფელში ცოფის ახალი კერები დაფიქსირდა.  აჭარის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეს სავალდებულო ვაქცინაციას ორივე სოფელში დაიწყებენ, მათ შორის  2-3 კილომეტრი რადიუსის მომიჯნავე სოფლებში. აცრები გაუკეთდება, როგორც მსხვილფეხა  პირუტყვს, ისე შინაურ ცხოველებს - ძაღლებსა და კატებს. რაც შეეხება საკარანტინო რეჟიმის დაწესებას, ეს არ გულისხმობს სოფლების ჩაკეტვას და არ ეხება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას.  ფერმერებს  ეკრძალებათ ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია.  მათ დროებით შინაური ცხოველები იზოლირებულად უნდა ჰყავდეთ მათივე საკარმიდამო მიწის ნაკვეთში. რამდენიმე დღის წინ კი ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ჯიხანჯურშიც, სადაც დღემდე კარანტინი მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი