ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე

08 თებერვალი 2021, 20:01 958 ნახვა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ტომი პაულს შეხვდება. ბასილაშვილი და პაული კარიერაში კორტზე პირველად დაუპირისპირდებიან  ერთმანეთს ,მათ შორის გამარჯვებული კი მეორე წრეში  ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

ნიკას ამერიკელი მეტოქე ეიტიპის რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს , ხოლო 28 წლის ქართველი სპორტსმენი ამ დროისთვის 1405 ქულით 39-ე პოზიციაზე იმყოფება.

გასულ წელს ბასილაშვილი სეზონის პირველ სლემზე 26-ე  განთესვით ჩაება და პირველ შეხვედრაში სამხრეთ კორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში სძლია, მეორე წრეში კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 4 სეტში დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ტომი პაულის დაპირისპირება ხვალ დილით გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში