პარლამენტის ბიურომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.
დღეს არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც კი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დასრულდება, მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს.
ოპოზიციის ნაწილი კი საგამოძიებო კომისიას სრულ ფარსს უწოდებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.