საკადრო ცვლილებები შუახევის საკრებულოში

26 აპრილი 2016, 00:00 4897 ნახვა

შუახევის საკრებულოში "რესპუბლიკური პარტიის" ორი წევრი პარტიას გაემიჯნა. იაგო დავითაძე და იური მიქელაძე გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე არ საუბრობენ. კოლეგები დავითაძის გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ ქარცივაძის შეთავაზებას, კერძოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას უკავშირებენ. ქარცივაძე რესპუბლიკური პარტიის წევრებთან აუდიენციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება საკრებულოს მუშაობას ხელს არ შეუშლის. რესპუბლიკური პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინა მახარაძემ, თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი