სასამართლომ ბათუმში დაკავებული 11-ვე დემონსტრანტი დააჯარიმა

07 თებერვალი 2021, 18:40 1901 ნახვა

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ აქციაზე დაკავებულები და ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ირაკლი ჭედიშვილი მათი მისამართით განსაკუთრებით აგრესიული იყო.  

დაკავებულები გაათავისუფლეს, ფირუზ წულუკიძესა და  ხათუნა ბერიძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა დანარჩენებს კი 1000 ლარი. ყველა მათგანს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამატებით 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბრალდებულები აპროტესტებენ გატარებულ სანქციას, მიაჩნიათ, რომ მათი მისამართით პოლიტიკური დევნა განხორციელდა, დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ გამამართლებელი მტკიცებულებების წარდგენისთვის პროცესზე საკმარისი დრო არ მიეცა, ის მოსამართლე კობა გოცირიძის აცილებასაც მოითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. გუშინ ბათუმში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, მოქალაქეებმა აქცია გამართეს, სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში „თავისუფლების მარშს“.

მსვლელობის პროცესში პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით  11 ადამიანი დააკავა. უწყების განმარტებით დაკავების მიზეზის ის გახდა, რომ მოქალაქეების იდენტიფიცირება ადგილზე ვერ მოხდა და ისინი არ დაემორჩილნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი