საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

07 თებერვალი 2021, 17:02 1520 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში რუსეთის ნაკრების 9 ქულიანი სხვაობით 16:7 დაამარცხა.

სატურნირო თვალსაზრისით ბორჯღალოსნებისთვის ამ თამაშს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონობა უკვე გაფორმებული ჰქონდათ.

პირველი ნახევარი არასარაგბო ანგარიშით 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ბორჯღალოსნებმა 16:7 მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 22-ე შეხვედრა მოუგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში