12 წლიანი პატიმრობის განაჩენი

05 თებერვალი 2021, 20:10 1739 ნახვა

ზაზა გახელაძისათვის გამოტანილ განაჩენს გმობს აშშ-ს დიპლომატიური უწყება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“. გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

უკანონოდ დაკავებულის ახლობლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ოფიციალური ინფორმაცია მოისმინეს იმ ე.წ სასამართლო პროცესზე, სადაც საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. არაჰუმანური და დანაშაულებრივი - ასე აფასებს, სუსი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება  არარსებული საზღვრის უკანონო კვეთასა და მესაზღვრეებისათვის ცეცხლის გახსნას ედავება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი