პოლიტიკურ დევნად აფასებენ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებას მისი თანაგუნდელები. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება აბსურდულია. ამბობს, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს პოლიტიკური ლიდერების შეჩერებას. პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც.ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული, საგამოძიოებო უწყების ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ამ დრომდე არ გადაუხდია გირაოს თანხა, დაბარების მიზეზი კი მისი გაფრთხილებაა. პროკურატურას მელიასთან ოქმის გაფორმება სურს და გირაოს თანხის, 40 თასი ლარის გადასახდელად ერთ კვირიან ვადას აძლევს.