ბორჯღალოსნებმა რუსეთთან შეხვედრამდე ღია ვარჯიში გამართეს

05 თებერვალი 2021, 12:01 920 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართ შეხვედრამდე ღია ვარჯიში გამართა. მანამდე კი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა,  რომელშიც  რამდენიმე დებიუტანტია. მთავარი მწვრთნელის გია მაისაშვილის თქმით,  ნაკრებში ახალი მორაგბეების ინტეგრირება ეტაპობრივად მოხდება. შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შაბათს, 15:00 საათზე დაიწყება, შეხვედრა პანდემიის გამო გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში