ქვათაცვენა შუახევში

05 თებერვალი 2021, 20:03 2454 ნახვა

„ცხოვრება საფრთხის შემცველია“ - ეს არის გეოლოგების დასკვნა, რომელიც შუახევის სოფელ ნენიაში მცხოვრებმა 4-მა ოჯახმა მიიღო. მოსახლეობა ხეების მასობრივ გაჩეხვას უკავშირებს ხშირად ჩამოშლილ მიწის მასასა და ქვების ცვენას, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების დროს განსაკუთრებით აქტიურდება.

ხეების მოჭრის მიზეზად, სატყეო სააგენტოში მცენარეების დაავადება დაასახელეს, რაც შეეხება ბუნებრივი პირობების გამო დაზარალებულებს, ნაწილი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, ნაწილთან კი ადგილობრივი თვითმმართველობა გეოლოგების დასკვნას ელოდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი