საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

04 თებერვალი 2021, 12:30 1329 ნახვა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. მაია ცქიტიშვილის განმარტებით ისინი აღნიშნული შეზღუდვის მოხსნაზე ერთი კვირის შემდეგ იმსჯელებენ.

"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა არ არის დაგეგმილი, ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრასნპორტის მუშაობაზე. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს იქ, სადაც მათი მარშუტებია გაწერილი. შესაბამისად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამ ეტაპზე, არ ამოქმედდება, ჩვენ შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ერთ კვირაში და მომდევნო პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას ეს გაზრდილი მობილობა როგორ აისახება ეპიდსიტუაციაზე" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ეპიდვითარება იქნება სტაბილური, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება უფრო სწრაფად და თამამად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში