8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც იმოძრავებს

04 თებერვალი 2021, 11:08 1882 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს თბილისშიც, რუსთავსა და ქუთაისშიც.

ეს ეხება მეტროს, ავტობუსს და სამარშუტო მიკრო ავტობუსებს"-განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, 8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში