როდის განახლდება სწავლა მაღალმთიან აჭარაში მოქედ მუსლიმურ პანსიონებში, ჯერ უცნობია - დღის წესრიგში პირველად ეპიდემიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას აყენებენ. თუმცა სწავლის განახლების მოლოდინის გარდა, რელიგიური სასწავლებლები ლიცენზიის მიღების მოლოდინშიც არიან.
დღეს, საქართველოში დაახლოებით 20 მუსლიმური სკოლა პანსიონია, მედრესეებისა და მისი ბენეფიციარების რაოდენობა პანდემიის გამო შემცირდა, თუმცა ისინი ლიცენზიის გარეშე რამდენიმე წელია ფუნქციონირებენ.