დღესვე, რომ შემოიტანონ ვაქცინა და დავიწყოთ პროცესი გარწმუნებთ არანაირი ხინჯი არ იქნება - ცერცვაძე 

03 თებერვალი 2021, 15:14 771 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკა და მედ-პერსონალი მზად არის ვაქცინაცია დაიწყოს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში  ორი სპეციალიზირებული მაცივარია, რომელიც ვაქცინის  -80 გრადუსზე შენახვის საშუალებას იძლევა.

ინფექციური საავადმყოფო იქნება იმ 10 კლინიკას შორის, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაუტარებენ.

​''ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ შერჩეულია ათი ცენტრი, როდესაც ,,ფაიზერის'' ვაქცინა შემოვა 30 000 დოზა. მათ შორის შვიდია თბილისში და სამი რეგიონებში, ქუთაისსა და ბათუმში. ინფექციური საავადმყოფო რომ არის მათ შორის არ არის გასაკვირი, რადგან კოვიდის გამოვლენის პირველივე დღიდან წინა ხაზზე ვიყავით. კლინიკას აქვს აბსოლუტურად ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

გვაქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა -80 გრადუსზე შენახვის საშუალებას. ასეთი მაცივრები ბევრ განვითარებად ქვეყანას არ აქვს. ჩვენთან კი ამის საკმარისი რაოდენობაა. ლუგარის ცენტრსაც აქვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.  ჩვენ შევინახავთ იმ რაოდენობას რაც დაგვჭირდება, ძირითადი რაოდენობა ლუგარში იქნება.  

ისინი იმდენჯერ არიან გადამზადებული და ისე კარგად ფლობენ ვაქცინაციის პროცესს, დღესვე რომ შემოიტანონ ვაქცინა და დავიწყოთ პროცესი გარწმუნებთ არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რომელიც ფაიზერს  ახასიათებს, ძირითადად ალერგიული გართულებები, მისი მართვის უდიდესი გამოცდილება აქვთ ჩვენს მედიკოსებს. 

სხვა ვაქცინების დროსაც იგივე გართულებები ვითარდება და მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. გართულებები იყო, მაგრამ ჩვენი მედ-პერსონალი ღირსეულად გამოდიოდა'' - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი