ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა მისივე განმარტებით, ბულინგისა და შანტაჟის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ისინი ვერ ახერხებენ. პლენარულ სხდომამდე მანდატების შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობა ორი საათი მსჯელობდა "ქართული ოცნების“ ოფისში.