ავიაკომპანიებმა თებერვლის განრიგი დაამტკიცეს

01 თებერვალი 2021, 13:17 1154 ნახვა

ავიაკომპანიებმა თებერვლის თვის განრიგი დაამტკიცეს. ამ ეტაპზე დადასტურებული ფრენების განრიგი ასეთია:

თბილისი -ვარშავა: 3, 6, 13 და 20 თებერვალი;

 

ვარშავა -თბილისი: 2, 5, 12 და 19 თებერვალი;

 

ათენი -თბილისი -ათენი: 22 თებერვალი;

 

კიევი -თბილისი -კიევი: შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას;

 

კიევი -თბილისი: შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას;

 

თბილისი -კიევი: შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს;

 

მინსკი -თბილისი: 4, 11, 18 და 25 თებერვალი;

 

თბილისი -მინსკი: 5, 12, 19 და 26 თებერვალი.

დღეიდან საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება.

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში