ქედაში, სოფელ გუნდაურის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიწის მასამ გზა ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ელექტროენერგია არ მოეწოდება 40 აბონენტს. ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მუშაობენ.
ამ ეტაპისთვის, სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი მხოლოდ შემოვლითი გზით სარგებლობს.
ქედის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ვითარებას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ რის შემდეგაც გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.