რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები იმართება.მასშტაბური დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აღემატება.
მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი.28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.