ორ თვიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

31 იანვარი 2021, 15:45 7647 ნახვა

ხვალიდან  ბათუმში მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები. როგორც მერიაში ამბობენ, სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები.

სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.

ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00-დან  საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა აკრძალულია. ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი