მოსწავლეები ხვალიდან მერხებს უბრუნდებიან

31 იანვარი 2021, 15:30 1763 ნახვა

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ხვალიდან აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდება. ონლაინ სივრციდან საკლასო ოთახებში მოსწავლეები გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავშიც გადაინაცვლებენ.  ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

იმ ქალაქებში სადაც სასწავლო პროცესი განახლდება, მშობლებს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ, თუ მოსწავლეს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.ამისთვის კი  მშობელმა, რეგისტრაცია ოთხშაბათამდე სპეციალურ ვებგვერდზე უნდა გაიაროს.  

ბათუმში სულ 27 საჯარო და 17 კერძო სკოლაა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზადყოფნაშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში