თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

31 იანვარი 2021, 12:19 1088 ნახვა

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი, ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის - კარგ ცნობას, თუმცა, ამ წუთისთვის, ჯერჯერობით, კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად მსოფლიოში, ამ ვირუსის გამო, როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი ოჯახისა და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და Facebook-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც თავი შევიკავოთ. ასეთ დროს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება. პირადად მე გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა - სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის“, - წერს ქეთი წიკლაური.

მომღერალს ცოტახნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.  კოვიდინფექციის შედეგად გამოწვეული თანმდევი დაავადებების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში