ზუგდიდში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

30 იანვარი 2021, 20:10 899 ნახვა

ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად 12 წლამდე გოგო დაშავდა.  ის ნანგრევებიდან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შენობა, რომელიც ჩამოინგრა ავარიული იყო და იქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით დაზარალებულ ოჯახს მერია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი