ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი - თორნიკე რიჟვაძე

29 იანვარი 2021, 15:06 944 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით,  ნარინჯისფერი რთველი წარმატებით ჩატარდა. 

''აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი, სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც არის წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა. 

პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში