რეკომენდაციების დაცვით უნდა შევძლოთ ეკონომიკის და ტურისტული სექტორის თანმიმდევრული აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე

29 იანვარი 2021, 15:08 978 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შემსუბუქების ღონისძიებები ეტაპობრივად გაგრძელდება, მისივე განმარტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების პასუხისმგებლობას და რეკომენდაციების დაცვას.

"ტურისტულ ობიექტებთან მიმართებაში გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთანაც და რეკომენდაციების დაცვით  ჩვენ ეტაპობრივად ვიმსჯელებთ კიდევ უფრო მეტ შემსუბუქებაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქ სახელმწიფოსთან ერთად, დიდია მოქალაქეების, კერძო სექტორის, ბიზნესის პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების დაცვა, რომ ჩვენ შევძლოთ უკვე არსებული სტაბილური დინამიკის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, შევძლოთ ეკონომიკის და ტურისტული სექტორის თანმიმდევრული აღდგენა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში