9 წლის ნიაკოს საზოგადოების დახმარება სჭირდება 

29 იანვარი 2021, 11:38 872 ნახვა

9 წლის ნიაკოს საზოგადოების დახმარება სჭირდება, მას სიმსივნე დაუდგინდა და გამოკვლევებისთვის თურქეთში გადაყვანაა საჭირო. 

ნიას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

''ექიმები იმედს არ გვაძლევენ მხოლოდ ლოცვის და ღმერთის იმედი გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ ალტერნატივაზე, თურქეთშია საჭირო მისი გადაყვანა და თავიდან გამოკვლევა, ასევე ესაჭიროება სხივური თერაპია, იმუნოთერაპია და ქიმიო ტერაპია სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.

კალკულაციის საფუძველზე 90 000 დოლარია საჭირო ყველაფრისთვის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მჯერა და მწამს რომ ბავშვს არ გავწირავთ და დავეხმარებით თუნდაც იმით რომ ამ პოსტს გავაზიარებთ მეგობრებო. ვერავინ ვერ გაიგებს და წარმოიდგენს რა რეალობის წინაშე დგანან მისი მშობლები და ახლობლები. გთხოვთ, უმორჩილესად, დავეხმაროთ თუნდაც 1 ლარით და თუნდაც ლოცვით.

ანგარიშის ნომრები:

TBC ბანკი :#GE12TB7585645064300032

საქართველოს ბანკი:#GE97BG0000000709417100Gel

მიმღები: ალბერტი ბარბაქაძე'' - წერია განცხადებაში, რომელსაც ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში