გირაოზე შეთანხმება „კარტოგრაფების“ საქმეში

28 იანვარი 2021, 20:10 1153 ნახვა

20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებმა ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვეს. საზღვრის სადელიმიტაციო - სადემარკაციო კომისიის წევრების პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მელაშვილი და ილიჩოვა დაკავებულ თანამდებობებსაც ტოვებენ. პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ.

“თუ დააშავეს, პასუხი უნდა აგონ” - ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება. გათავლისუფლებულებმა გააკეთეს პირველი კომენტარები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი