ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების უპირობოდ დადასტურებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა წევრმა, 36 წინააღმდეგ წავიდა, 24 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა. მანმადე კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა,” ვიდრე საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის უგულებელყოფასთან, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ ხმის მიცემის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ” - განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთმა მის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება, პირადი ქონების ხელშეუხებლობის უფლება.