ქობულეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

28 იანვარი 2021, 11:38 817 ნახვა

ორი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა ქობულეთში, სოფელ ზენითში.  ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს ტყის მასივი და  გამხმარი ბუჩქნარი იწვოდა, თუმცა ხანძარი მეხანძრე მაშველებმა მალევე ჩააქრეს. ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ ყოფილა. შესაბამისად, საფრთხე მოსახლეობას არ შექმნია. რთულმა რელიეფმა და ქარმა ქრობის პროცესი შეაფერხა.სულ 40 მეხნძრე მაშველი აქრობდა ცეცხლს. ხანძრის გაჩენის  სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი