ბათუმის მეექვსე სკოლის ახალ კორპუსში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასპორტო და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 3 მლნ-მდე ლარს შეადგენს.
სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დამონტაჟდა. აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.