გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს და მე ჯერჯერობით მას ნდობას ვუცხადებ, - ამის შესახებ ”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ განაცხადა. ის გუშინ, სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის ადგილსამყოფლით არის დაინტერესებული. რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელსაც ოჯახი გეგმავდა შენგელიას განმარტებით ჯერ-ჯერობით გამოძიების დასრულებას დაელოდებიან. სამხედრო პოლიციაში გამოკიტხვამდე რომან შენგელია კრწანისის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.