არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი, რომელმაც გუშინ ევროპის მოედანზე ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი გადააყარა დააკავეს. პოლიციამ აქტივისტი ორგანიზაციის ოფისიდან აიყვანა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების პროცესში ნაციონალურ მოძრაობასა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.