ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე, ერთიანი პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ესწრებოდა.