25 ოჯახი ახლადაშენებულ კორპუსში ელექტროენერგიის შეყვანას ითხოვს

22 იანვარი 2021, 14:54 1360 ნახვა

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის 23 ნომერში ახლად აშენებული მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებლები "ენერგო პრო-ჯორჯიას" შენობასთან შეიკრიბნენ, ისინი ელექტრო ენერგიის შეყვანის დაჩქარებას ითხოვენ. კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, 25 ოჯახი ცხოვრობს და მათ არც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ. "ენერგო პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, განაცხადის დაფიქსირების  შემდეგ სისტემაში ჩართვის ვადებს  სემეკი განსაზღვრავს, კონკრეტულ შენობაში კი ელექტრო ენერგიის მიწოდების ვადა მარტის შუა რიცხვებამდე აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი