მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკანიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან

21 იანვარი 2021, 11:19 2860 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ორი ვიცე-პრემიერი დაასახელა, ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი და საგარეო მიმართულებით  დავით ზალკანიანი. 

"საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე პრემიერი, საგარეო მიმართულებით იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაია ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო ზალკალიანმა ამ პოზიციაზე თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც ამჟამად მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში