ქედაში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია - სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს 

21 იანვარი 2021, 10:39 1546 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია.

მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი გაწმენდილი არ არის, რაც გადაადგილებას აფერხებს. 

ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა მახუნცეთის მოსახლეობას,  ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ჯგუფები შემთხვევის ადგილას მუშაობენ. 

ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი