ბიზნეს-ასოციაციები შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

20 იანვარი 2021, 20:09 595 ნახვა

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ინიციატივა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. პირველ რიგში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

განახლდეს ფრენები, ამუშავდეს სარესტორნო ბიზნესი და სასტუმროები. გაიხსნას სავაჭრო ობიექტები. მიმართვის ავტორები ზამთრის კურორტების გახსნასაც ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში