ყინვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, ქედაში გადაადგილება შეფერხებულია 

20 იანვარი 2021, 10:55 1886 ნახვა

ყინვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, გადაადგილების პრობლემაა ქედის მუნიციპალიტეტში. მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.

თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 70, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრია.

როგორც გუშინ,  დღეს დილიდან მიმდინარეობს, თოვლისაგან, გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ წუთებში ქედაში აღარ თოვს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში