ელისაშვილის მორიგი ბრალდებები ოპოზიციის მისამართით

19 იანვარი 2021, 14:55 1173 ნახვა

გამარჯვების ფორმულა აქვს ალეკო ელისაშვილს. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ეს იქნება გამარჯვება საარჩევნო სისტემის ცვლილებას  და რიგგარეშე არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნაზე. ვის უნდა პარლამენტში შესვლა და ვინ რა გზებს ეძებს ამისთვის? ქართული ოცნებისა და ხელისუფლების ოპონენტების შემდეგ დაპირისპირებამ ოპოზიციურ პარტიებში გადაინაცვლა. ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ვაშაძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აშანტაჟებენ, რასაც კომიკურს უწოდებენ ოპოზიციაში. ალეკო ელისაშვილთან და გირჩის განაყოფთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს ლელოც.  თუ ვინმე  ბოიკოტს შეწყვეტს, როგორც ოპოზიციური პარტია,  პოლიტიკურ ველზე  აღარ იარსებებს ასეთი განწყობაა ოპოზიციაში. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი