დღეს ნათლისღება. პანდემიის გამო, წელს პირველად სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება. ამავე მიზეზით არ გაიმართა ზღვაში შთაფლვის რიტუალიც. ამ წუთებში ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი სადღესასწაულო წირვას აღავლენს.