აჭარაში ზეგ შუადღემდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, სანაპირო კურორტებზე კვლავ თოვლჭყაპი იქნება, მთაში თოვა და ქარბუქი.
ტემპერატურა ისევ დაბალი ნიშნულით დაფიქსირდება - ბარში +1, +3 (ბათუმი, ქობულეთი), მთაში -3, -5 (შუახევი, ხულო) ზამთრის კურორტებზე -7, -9 (გომარდული, გოდერძის უღელტეხილი)
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები - ზღვის დონიდან 300 მეტრის ზემოთ ავტოტრანსპორტით მოძრაობა დაბალი ხილვადობისა და ინტენსიური თოვის გამო არის რისკის შემცვლელი.