პანდემიამ რომ ბევრი ადამიანი ეკონომიკურად დააზარალა არახალია. სხვა არაერთ სეგმენტთან ერთად, ზარალის შესახებ საუბრობენ სამშენებლო სექტორშიც. დეველოპერები ამბობენ, რომ შესყიდვები ფაქტობრივად გაუნახევრდათ. მშენებლების ნაწილმა ახალ პროექტებზე მუშაობა შეაჩერა.
როგორც ჩვენმა რეპორტიორმა გაარკვია, სამშენებლო ბიზნესში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი აისახა საპროექტო ორგანიზაციებზეც.
პანდემიიის პირველივე ტალღის დაწყებისას, სახელმწიფომ ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთვის გარკვეული შეღავათები დააწესა. რამდენად გამოიყენეს შეღავათები სფეროში მომუშავე ადამიანებმა და რა ვითარებაშია აღნიშნული სფერო.