დე-ფაქტო პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

18 იანვარი 2021, 17:01 963 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია აქვს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო რუსეთში სამკურნალოდ 8 იანვარს გადაიყვანეს, მას  ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნები ჰქონდა. ანქვაბს შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა, 17 იანვარს კი, ექიმების კონსილიუმმა აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე. ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევები 100-ს აჭარბებს.

პანდემიის განმავლობაში ჯამში 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ით 152 ადამიანია გარდაცვლილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი