დილიდან თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 40 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ორი ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანა გახდა საჭირო.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზებზე შეფერხებები არ არის და გადაადგილება ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი. მოსახლეობას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.
მუნიციპალიტეტებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა ამბობს რომ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ზამთრისთვის შესაბამისად მომარაგებული არ არიან.